Friday, November 25, 2011

ნეოლოგიზმები


  1. პროექტის სახელწოდება: ნეოლოგიზმები
  2. პროექტის მტავარი იდეა: უქმნის თუ არა საფრთხეს უცხო სიტყვების შემოსვლა ქართული ენის სიწმინდეს.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დააკვირდებიან იყენებენ თუ არა ადამიანები საუბარში ისეთ სიტყვებს, რომლებიც ახალი შემოსულია ენაში.მიაქცევენ ყურადღებას საიდან შემოდის ნეოლოგიზმები, ჯერ საუბარში ჩნდება თუ ტელევიზია ამკვიდრებს, ვის ან რას შეუძლია ახალი სირყვების დამკვიდრება.
  4. პროექტის მიზნები: ენაში შემოსული ახალი სიტყვები ამდიდრებს ენის ლექსიკურ მარაგს.მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ენის ლექსიკური მარაგი და გაარჩევენ ერთმანეთისგან ნეოგოგიზმებსა და ბარბარიზმებს.
  5. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს. გამოიკვლევენ მათ წარმომავლობას, დააკვირდებიან რა ასახვა ჰპოვა ამ სიტყვებმა ენაში, ლიტარატურასა და სხვა დარგებში. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ენის ლექსიკურ მარაგს.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები მოიძიებენ ახალ სიტყვებს (ნეოლოგიზმებს) წიგნებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან და ინტერნეტიდან.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე. ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ჟურნალ-გაზეთებში მაგალითების მოძიება, ვიქტორინისთვის კითხვების შედგენა, ესეების დაწერა, ნაწარმოების განთავსება ბლოგში, ლექსიკონის ელ.ვერსიის შედგენა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა: გაიღრმაონ ენის ლექსიკური მარაგი. ისტორია: ისტირიულ მოვლენებში პარალელების გავლება. გეოგრეფია: დააკვირდებიან რა შესაბამისობაა სიტყვებსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებს შორის, რომელი ენიდან შემოვიდა ესა თუ ის სიტყვა ქართულ ენეში.
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაკა ცხვარაძე.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: makacxvaradze@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგო:makacxvaradze.blogspot.com

No comments:

Post a Comment